jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევის მიმართულებით კომპანიებს ჯამში 58 419 983 ლარის ჯარიმა დააკისრა, საიდანაც 4 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ ნავთობკომპანიებს, - ამის შესახებ სააგენტოს 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
„სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს„ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირან არაპირდაპირ დადგენა.
სააგენტოს შეფასებით, განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპულისაწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამ,ისი ფინანსური სანქცია - 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. კერძოდ:
შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯია” - 1 073 998 ლარი;
შპს “რომპეტროლ საქართველო” - 987 886 ლარი;
შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” - 719 310 ლარი;
სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” - 693 576 ლარი;
შპს “ლუკოილ ჯორჯია” - 450 590 ლარი.
ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა, რაცგულისხმობს - საწვავის ჩასხმის სიზუსტის კონტროლის უფრო ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროცედურული მექანიზმების შემოღებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საგულისხმოა, რომ ნავთობკომპანიების ნაწილმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
იხილეთ ასევე: კონკურენციის სააგენტომ ყველაზე მეტი ჯარიმა ფარმაცევტულ კომპანიებს დააკისრა - 2023 წლის ანგარიში
76