jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

კომპანია „ROYAL TREE” მომხმარებლებს პავლოვნია ტომენტოზას ულამაზესი ჯიშის ნერგებს სთავაზობს. 

კომპანია „ROYAL TREE” 2019 წელს დაარსდა და არის პოპულარული პავლოვნია ტომენტოზას ჯიშის ნერგების წარმოებით. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ნერგების გამოყვვანა და ადაპტირება 2012 წლიდან დაიწყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ვერონიკა ბეჟანიშვილმა განუცხადა, სანერგე კასპის რაიონში, პროდუქტიული ფართობით 2 ჰექტარს მოიცავს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს აწარმოოს 100 000-ზემეტი ნერგი წელიწადში.

 

622b0541 e235 4648 b8f3 c14a3fd0b385

 

„Royal Tree“ - ის საორგანიზაციო ჯგუფი და მენეჯმენტი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ინოვაციური და პროგრესული ხედვის მქონე ადამიანებით, ჩვეთან ათზე მეტი ადამიანია დასაქმებული რომლებიც ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის შედეგებზე, პროდუქციის ხარისხზე და შემდგომში წარმატებაზე. ჩვენ ვთავაზობთ თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურ მიდგომას და სრულ კონსულტაციას პავლოვნიის ზრდის ყველა ეტაპზე.

კომპანიის მთავარი მიზანია გაამწვანოს გარემო და გააუმჯობესოს ეკოლოგიური მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით, გავზარდოთ ხარისხიანი, სერტიფიცირებული ნერგები, რომლებსაც შეუძლიათ დააკმაყოფილონ პავლოვნიას გამოყენების სრული სპექტრი: ხე-ტყე, ბიოსაწვავი, ფლორისა და ფაუნის აღდგენა, მეფუტკრეობა, ფარმაცია, პირუტყვის საკვები და ა.შ." - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა. 
 
მისივე თქმით, მცენარის მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია ადამიანების დამოკიდებულებაზე, იმაზე თუ რამდენად აუცილებელია მეტი მცენარე გარემოში.
 
b49c0989 5a6a 4df9 a185 5f6b480a0dea 
რა უნდა ვიცოდეთ პავლონიაზე? 
*პავლოვნია არის მცენარეთა ჯიში, რომელიც მიეკუთვნება Paulowniaceae-ს ოჯახს, რომელიც მოიცავს 20-ზე მეტ სახეობას, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ტომენტოზა, ელონგატა, ფორტუნი, კავაკამი, კატალპიფოლია, ტაივანური, ფარგეზია.
 
 6dd314bf f947 4c1c 9509 daf42b652d8f
 
*ზემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე ყინვაგამძლე და ჭარბყვავილისნი ჯიში არის ტომენტოზა, რომელიც უძლებს -28 გრადუსს ყინვას. 
პავლოვნია არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ხე უზარმაზარი ფოთლებით (დიამეტრის 80 სმ-მდე), დიდი თაფლოვანი ყვავილებით, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, დიდი გვირგვინით და ხის დიამეტრით 1 მეტრზე მეტი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 70-100 წელი და ამ დროში  სიმაღლეში აღწევს 30 მეტრს. იგი უპრეტენზიოა ნიადაგის მიმართ, იზრდება ნებისმიერ, თუნდაც ეროზიულ ნიადაგზე, მაგრამ საუკეთესო განვითარებას აღწევს ღრმა, ზომიერად ტენიან, დრენაჟირებულ, საკმაოდ ნოყიერ, ნიადაგზე. მჟავიანობა Ph 4,5-8 დიაპაზონში. პავლოვნია ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს და კლიმატს, შეუძლია გაუძლოს ძალიან მაღალ ტემპერატურას +45*C და ასევე ძალიან მკაცრ კლიმატს -28*C. პავლოვნიას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ის, რომ პავლონიას აქვს ძვირფასი მერქანი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ტიპის ავეჯის დამზადებაში, გემთმშენებლობაში, ავიაციაში,  ბიოსაწვავის დასამზადებლად. ყოველი ჭრის შემდეგ მცენარე რეგენერირებს, 70-100 წლის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე მოიჭრას (7-დან 15-მდე); ამრიგად, ყოველი მოჭრის შემდეგ არ არის საჭირო ხის ხელახლა დარგვა, პირიქით, ის უფრო ენერგიულად და სწრაფად გაიზრდება წინა ჭრამდე შემუშავებული ფესვთა სისტემის გამოყენებით. ეს კი ბიზნესის თვალსაზრისით დიდი შეღავათია.
 
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: კონსულტაცია 595331169; პლანტაცია 555533302
download 251196219654844444444444444444 
(რ)
193