მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების ორთვიან გეგმასთან ერთად, დღეში გასაკეთებელი ტესტების ოდენობის 20 ათასამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ეპიდემიის გავრელების დონის სწრაფ გამოვლენას.
Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა.
სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრი და კვების დაწესებულებების სააგენტო "გასტრონავტის" თანადამფუძნებლის ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, დღეს არსებული კვების ობიექტებიდან მოქმედი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ 80% ვერ გაიხსნება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2 თვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან 1 თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს, - ამის შესახებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა ბერდია სიჭინავამ საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
სტუმარ-მამსპინძლობის სექტორი მთავრობის კანცელარიასთან 5 მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართავს. აქცია - პრეს-კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობას.
18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამა დასრულდა. როგორც ცნობილია, კომპენსაციის მიმღებ ყველა პირს შესაძლებლობა ჰქონდა, 1 დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო და მთავრობისგან 200 ლარიანი კომპენსაცია მიეღო.
არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ძვირდება. როგორც ირკვევა ტარიფი დღეს არსებული 0.86 ლარიდან 1.10 ლარამფე იზრდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დღეიდან იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის, Fამილყ Mარტ-ის 16 ათასამდე მაღაზიაში ქართული კერძის - "შქმერულის" მზა ულუფები, ე.წ. ლანჩ-ბოქსები გაიყიდება.