jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას გამოეხმაურა.

“ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ”, - დაწერა ილია თოფურიამ Instagram-ზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა და საქართველო - ლუქსემბურგის მატჩს დაესწრო. მანამდე კი, მან დინამოს სტატიონზე UFC-ის საჩემპიონო ქამარი წარადგინა. ცნობისვის, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე მან თქვა, რომ ჰქონდა მოლოდინი, მათჩი ანგარიშით: 2-0 დასრულდებოდა და ლუქსემბურგელები გოლსაც ვერ გაიტანდნენ, თოფურიას მოლოდინი 21 მარტს გამართლდა. 

409