jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14 საათზე მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 32 საკითხს განიხილავს, საიდანაც ერთი საიდუმლოა. უმრავლესობა კი სხვადასხვა ენერგოპროექტის განხორციელებას შეეხება.

  1. საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  2. საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  3. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის“ მიღების შესახებ”, მომხსენებელი: განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
  4. საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კომერციული ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „კურორტი საირმესათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პარვუსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (2 პროექტი), მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  9. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მომავლის ენერგიისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (3 პროექტი), მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ხვარგულა ჰიდროს" შორის „ხვარგული ჰესის" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს "დალის მთა ენერჯის" შორის "დალის მთა ჰესის" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯეორჯიან ფაუერ გრუპს’’ შორის "ქართლი ფაუერის ქარის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „მასდარ ენერჯი ჯორჯიას“ შორის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „აია ვინდს“ შორის ,,ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ 2021 წლის 6 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი
  16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ქედის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ 2023 წლის 14 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ", მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  17. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდროკომპანის“ შორის „ფოცხოვ ჰესის“ შესახებ 2023 წლის 9 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  18. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქენერგოს’’ შორის „ხრამი 7 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2020 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში გასატარებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  19. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ შორის „ცხენისწყალი 1 ჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ 2023 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  20. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "ცხენისწყალი 2"-ს შორის "ცხენისწყალი 2 ჰესის" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  21. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "ალაზნის მზეს“ შორის "ჯუღაანის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ 2022 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  22. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ალაზნის მზეს“ შორის "ქისტაურის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ 2022 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  23. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ქისტაურის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ 2022 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  24. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "ზემო ვინდს" შორის "ზემო ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ 2023 წლის 24 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში რიგი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  25. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „აიემსიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  26. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  27. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრის, საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  28. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  29. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3) იმერეთისთვის“ დამტკიცების შესახებ”, მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ირაკლი ქარსელაძე;
  30. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ”, მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
  31. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიას“ და მისი განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, მომხსენებელი: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე;
  32. საიდუმლო
27