jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1657 ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა“,-განაცხადა სიჭინავამ.
 
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4570 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ხოლო გამოჯანმრთელდა 3045 პირი.
 
1383