BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. 
 
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე,გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამმიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო. 
 
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომაღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობაუნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა. 
 
270