BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „Strateg East State and IT Eurasian Forum“ გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „Strateg East State and IT Eurasian Forum“ გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. 
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან" აცნობეს, ფორუმი ორგანიზებულია აშშ-ში დაფუძნებული „Strateg East“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაშიგაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს. 
 
ფორუმი თავს უყრის IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს. 
 
COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი იმართება უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთი ნაწილი ისაუბრებს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფება, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შემოუერთდება. ღონისძიების პირდაპირი ეთერი საშუალებას მისცემს თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ადევნოს თვალი ფორუმის მსვლელობას.
 
ფორუმის მთავარი მომხსენებელია პროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. Beata Javorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი. ფორუმის დადასტურებულ გამორჩეულ მომხსენებლებს შორის ასევე არიან:
 
არკადი დობკინი - EPAM Systems, პრეზიდენტი (აშშ);
დოქტორი კაუშ არჰა - USAID სტრატეგიული ჩართულობის უფროსი მრჩეველი;
დოქტორი გრიგორი ასმოლოვი - კინგს კოლეჯი (UK);
სებასტიან მოლინესი - მსოფლიობანკისსამხრეთკავკასიისრეგიონალურიდირექტორი (USA);
ალექსანდრე ბორნიაკოვი - ციფრულიტრანსფორმაციისმინისტრისმოადგილე (Ukraine);
ვიტალი ტარლევი - ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფომდივანი (Moldova);
რაშად აზიზოვი - ინოვაციებისა და ციფრული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ტრანსპორტის, კომუნიკაციების და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო (Azerbaijan);
პაველ კოკტიშევი - ნაციონალური საინფორმაციო კომუნიკაციების ჰოლდინგის „ZERDE” საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (Kazakhstan);
ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (Georgia);
ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (Georgia);
თამარ ქიტიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე (Georgia);
ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.
 
StrategEastStateand IT EurasianForum-ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
 
● შრომის ბაზრის ტექნოლოგიური მომავალი; 
● საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია;
● ციფრულიმდგრადობა; 
● ტექნოლოგიური განათლება; 
● მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება;
● ხელოვნური ინტელექტი;
● IT ინდუსტრია საქართველოში;
● სტარტაპები;
● ცენტრალური აზია, როგორც ახალი IT ჰაბი;
● გლობალურიგანვითარებისსააგენტოებისროლი IT ინდუსტრიაში.
 
წელს ფორუმის წამყვან თემად შეირჩა "ტექნოლოგია, როგორც წამალი" - ფორუმის მონაწილეები IT ინდუსტრიას განიხილავენ, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.
 
 
 
442