BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ვარდნა 2020 წელს -5% იქნება“ - კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას ოქტომბერში გეგმვას. ამის შესახებ მან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე საუბრისას განაცხადა.
 
მისი თქმით, არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ვარდნა 2020 წელს -5% იქნება.
 
„ჩვენი პროგნოზებით,  რომელიც აგვისტოში განახლდა და მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიც არის წარმოდგენილი წელს ეკონომიკური ვარდნა -5% იქნება და როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა განხილვები, სავალუტო ფონდის შეფასებაც ამ ეტაპზე არის ის, რომ 2020 წლის ეკონომიკური ზრდა -5% იქნება. ჩვენი პროგნოზების გადახედვა ოქტომბერშია დაგეგმილი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
306