BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის.
 
როგორც მან განაცხადა, ინფექციის გავრცელების ნიშნულის გამო აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი და რეგულაციები მკაცრდება.
 
„მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აჭარაშიც გავატაროთ ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც აფეთქების კერები იყო. იქნება უფრო მეტად გამკარებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. ასევე, გადავამოწმებთ სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებსა და კომპანიებს", - განაცხადა ტიკარაძემ.
345