BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

182 ინფიცირებული, 13 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, სტოპცოვ.გე-ზეა განთავსებული.
 
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 -ით გაიზარდა და 1435 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
 
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
307