BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„დელტამ” ინდონეზიაში სპეციალური მოდიფიკაცია სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გააგზავნა

„დელტამ” ინდონეზიის რესპუბლიკაში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა DIDGORI MedEvac-ის სპეციალური მოდიფიკაცია BISON-ი გააგზავნა.
 
როგორც „დელტაში” აცხადებენ, აღნიშნული მოდელი წარმოადგენს ჯავშანმანქანა დიდგორის დაჯავშნულ სამედიცინო მოდიფიკაციას, რომლის დანიშნულებაც ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანაა.
  
"დელტას შესაბამისი სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე გასატანად", - აცხადებენ „დელტაში”
307