BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირება 20 ნოემბრიდან ამოქმედდება

თბილისში, ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება 20 ნოემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
 
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობირვი პარკირება ამ ეტაპზე მოიცავს აბაშიძეს, ფალიაშვილს, ჭავჭავაძეს და მათ ყველა მკვეთ ქუჩას. კალაძის თქმით, 20 ოქტომბროდან ვაკის რაიონში განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოსახლეობას შეეძლება რეგისტრაციის გავლა უფასო პარკირებისთვის.
 
“ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება იქნება უფასო, დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათი ერთი ლარი”, – განაცხადა კალაძემ.
 
კალაძის განმარტებით, მსგავსი ზონალურ-საათობრივი პარკირებები თბილისის სხვა უბნებშიც განხორციელდება.
 
ამასთან, კალაძემ მუნიციპალურ მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ პეკინის ქუჩაზე მდგარი საინფორმაციო ჯიხურები, ამ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრამდე დარჩება, შემდეგ კი ავტომობილების მფლობელებს უფასო პარკირების მისაღებად შეუძლიათ ოფიციალურ ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირება.
436