BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1709 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, სტოპცოვ.გე-ზეა განთავსებული.
 
გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16904-ს შეადგენს.
 
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4209 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2346 -ს შეადგენს.
 
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
175