BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სავალუტო აუქციონზე ეეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. 
 
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 შეადგინა.
 
ინფორმაციისთვის, ეროვნულმა ბანკმა ლარის მერყეობის შესარბილებლად წელს უკვე 20 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ჯამში რეზერვებიდან 650 მილიონ დოლარამდე გაიყიდა.
169