BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ოქტომბერში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 94%-ით შემცირდა

ოქტომბერში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 94%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 15.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 
 
სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის 10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.84 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს კი ეს რიცხვი მხოლოდ $516 მილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია. ამასთან, წლევანდელი ტურიზმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი (427 მილიონი დოლარი) მოდის იმ პერიოდზე, სანამ საზღვრები დაიხურებოდა და "ლოქდაუნი" გამოცხადდებოდა.
 
ტურიზმის ადმინისტრაციის თანახმად, ოქტომბრის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების 49,712 ვიზიტი განხორციელდა. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92.5%-ით ნაკლებია. ტურიზმის ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საჰაერო გზით მხოლოდ 4,345 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 97.3%-ით ნაკლებია.
463