BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია მეზვრიშვილი თანამდებობიდან გადადგა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საჯარო სამსახურიდან საერთოდ მიდის.
 
"13 -წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.
 
მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.
 
გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.
 
იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", - ნათქვამია მეზვრიშვილის განცხადებაში.
 
ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო; მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერი გახდა - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. უფრო ადრე კი, ნათია მეზვრიშვილი პროკურორი იყო.
201