BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოდან 941 ათასი დოლარის ღირებულების მანდარინი გავიდა ექსპორტზე

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
 
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა) განხორციელდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.
297