BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს“ - თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს.
 
თურნავას თქმით, მთავრობის სურვილია, ეპიდემიოლოგოური ვითარების გართულებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს.
 
“ამავდროიულად გვინდა ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. პარალელურად ვეძებთ გზებს, ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და მეორეს მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელთა პრობლემებსაც ვხედავთ, ვხვდებით მათ ყოველდღიურად და წერტილოვანი შეზღუდვა მოგვიწევს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
228