BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პანდემიიდან გამომდინარე ღვინის ეროვნულმა სააგენტო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება უზრუნველყო

COVID 19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება, მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან.  
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის "ღვინის ეროვნული სააგენტოდან" აცნობეს, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში, რომელთა პრეზენტაციაც მოხდა ქართული ღვინის იმპორტიორი, ქალბატონ მანა ოტმერის ორგანიზებით ჩატარებულ დეგუსტაციებზე ნოემბრის თვეში.
 
ინფორმაციის თანახმად, ჯამში,  სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, რომელთაც 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ევროპის ღვინის სექტორიდან.
292