BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

31 იანვრამდე ზამთრის კურორტები დახურული იქნება

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია დამატებითი შეზღუდვები შემოდის.
 
კერძოდ, სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
 
გარდა ამისა:
 
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
 
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
 
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
 
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
272