BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

28 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში დამატებითი შეზღუდვები წესდება

28 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში დამატებითი შეზღუდვები წესდება.
 
უფრო კონკრეტულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთია:
 
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
 
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
 
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
 
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
 
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
232