BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მთავრობის 300 ლარიანი დახმარება 80 201 პირმა მიიღო, რისთვისაც 24 060 300 ლარი გდაიხარჯა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დეკემბერში დაიწყო და უკვე 80 201 პირმა ჯამში 24 060 300 ლარი მიიღო.
 
უწყების ცნობით, დღეს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია კიდევ 8 520 პირს ჩაერიცხება, რაც 2 556 000 ლარია.
 
„24 დეკემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტიდან სულ ჯამში 26 616 300 ლარია გადარიცხული. შეგახსენებთ, რომ 300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 111 157 განაცხადი არის რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიის წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
492