BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახარიას: „აშშ მოუთმენლად ელის ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას“

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო’ბრაიენი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
 
მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის პრემიერ-მინისტრთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
 
„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
 
შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
 
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მისალოც წერილს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
121