BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2020 წელს საქართველოს ექსპორტი 12%-ით შემცირდა

საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და მან $3.34 მილიარდი დოლარი შეადგინა. 
 
დოკუმენტის თანახმად, COVID-19-ის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, კიდევ უფრო მეტად - 15.9%-ით შემცირდა უცხოური საქონლის იმპორტი, რამაც 2020 წელს $8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 
 
"უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს $4.66 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია ანგარიშში.
 
საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ექსპორტი $325.7 მილიონი დოლარი იყო, რაც 17.7%-იან ($70-მილიონიან) შემცირებას წარმოადგენს. იმპორტის მოცულობამ კი $799 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17.9%-იანი ($174-მილიონიანი) კლება იყო.
 
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს - შესაბამისად გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის შემცირებული.
248