BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„არ მესმის რატომ და საიდან მოდის აბსურდული ჭორები ვაქცინაციაზე“ - გიორგი გახარია

მუშაობის სქემა ცოტათი უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
 
„იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა. აქ სამი ახალი პრიორიტეტი ჩნდება:
 
ტესტირების სქემის შეცვლა, მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და ვაქცინაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
პრემიერის თქმით, მას არ ესმის რატომ და საიდან მოდის აბსურდული ჭორები ვაქცინაციაზე.
 
„შექმნილია ვაქცინაციის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია ისახავს მიზანდ რამდენიმე ამოცანას - მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. ასევე, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს ვაქცინაცია მოქალაქეების. მეორე ამოცანა არის წინასწარ განისაზღვროს ჯგუფები, რომლებიც უნდა აიცრას“, - განაცხადა გახარიამ.
521