BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი შეჩერდა - სამინისტროს განმარტება

ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებას აკეთებს.
 
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, აღნიშნული ფაქტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვასთან არის დაკავშირებული.
 
"ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის გადავადება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვასთან არის დაკავშირებული.
 
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობებისა და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა. უკვე შედგა პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც მათ დეტალურად განემარტათ რეგლამენტის შინაარსი, რაც ვაჭრობის სამართლიანი წესების და კეთილსინდისიერი მწარმოებლის ინტერესების დაცვას გულისხმობს, ამავდროულად, მისი მიზანია ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის თანაბარ პირობების შექმნა",- ნათვქამია განმარტებაში.
 
ცნობისთვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო და ის 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა.
840