BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2020 წელს ექსპორტი 12%-ით, იმპორტი კი თითქმის 16%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ექსპორტი 12%-ით შემცირდა და ჯამში, დაახლოებით 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. თითქმის 16%-ით შემცირდა გასულ წელს იმპორტი და მისი მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
 
საქსტატის თანახმად, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლებია. დეკემბერში საქართველოს ექსპორტი 17.7%-ით 325 704 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
 
 
2020 წელს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი). აზერბაიჯანთან 2019 წელთან შედარებით ექსპორტი 13.2%-ით, ხოლო რუსეთთან 11.2%-ით არის შემცირებული.
 
2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ
დოლარით (7.4 პროცენტი). რეექსპორტი 2019 წელთან შედარებით თითქმის 45%-ით შემცირდა.
321