BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პანიკა საჭირო არ არის, კოვიდ 19-ის ვაქცინას ყველა მიიღებთ - ჯანმო

პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანგელა სიმაომ განაცხადა.
 
მისი თქმით, ორგანიზაცია ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ქვეყანამ მიიღოს.
 
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ჰქონდეს ამ ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა", - განაცხადა მარიანგელა სიმაომ.
 
მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოა.
 
„ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებ თებერვლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანა მიიღებს,“- აღნიშნა ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.
353