BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში ჩავარდა - ჩავარდა იმიტომ,  რომ პრაქტიკულად არაადეკვატური იყო გეგმა.
   
“ლამაზად დაწერილი გეგმა არის, მაგრამ ის გეგმა არ ასახავს საქართველოს რეალობას, ის არ ასახავს მაგალითად იმას, რომ ზოგიერთ რაიონში ყველაზე ახალგაზრდა ექთანი არის 65 წლის, ელექტრონული მართვა საავადმყოფოებში არ არის დალაგებული და ა.შ. ეს არის ძალიან კარგი გეგმა, დაწერილი ვაკეში თუ საბურთალოზე, კაბინეტებში, იმ ხალხის მიერ, რომლებსაც არ უნახავთ, რა ხდება საქართველოს საავადმყოფოებში, ან ნახეს ალბათ 30 წლის უკან. ვაკის,  საბურთალოს და დიღომის გარდა კიდევ არის სხვა საქართველო, რომელიც ასახავს სხვა რეალობას. როცა რაღაცის დაგეგმარებას აკეთებ და რაღაც გეგმას წერ, წადი და ნახე ხალხი როგორ არის…“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
5419