BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ფაიზერი“ უფრო ეფექტურია როგორც ბრიტანული, ისე ინდური შტამის წინააღმდეგ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადბით, “ინდური შტამი” არის თითქმის იგივე, რაც “ბრიტანული”, ოღონდ ოდნავ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად ახალგაზრდების ინფიცირებას იწვევს.
 
მისივე თქმით, ვუხანური ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება 60 წელს გადაცილებულ პირებში, ბრიტანული - საშუალო ასაკის, ხოლო ინდური - ახალგაზრდებში. 
 
“საუბარია იმაზე, ძირითადად რომელ ასაკშია გავრცელება, თორემ ისე, შეიძლება ნებისმიერს შეხვდეს. 
 
საქართველოში ვუხანური ვირუსი თითქმის მილეულია, ახლა ვრცელდება ბრიტანული შტამი და უკვე გამოჩნდა ინდურიც. შეგახსენებთ, ბრიტანულის გავრცელებაც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ინდურის. ჯერ იყო ოფიციალური პირების მიერ ჯიუტი უარყოფა, ფხაკაძე კი ამტკიცებდა, რომ შტამი ქვეყანაში შემოსულია. ერთი თვის შემდეგ კი უკვე ყველამ დაადასტურა ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელება. რად უნდათ ეს კუკუ-დამალობანა, ვერ გავიგე. 
“ინდურ შტამზე” “ განსაკუთრებული ნერვიულობა საჭირო არ არის. სიკვდილობასთან დაკავშირებით მაჩვენებლები იგივეა,  მკურნალობის სქემაც - იდენტური , რაც “ბრიტანუ შტამზე”. - განაცხადა ფხაკაძემ.
 
მისივე განმარტებით, ერთი თვის უკან არანაირი კვლევა ინდურ შტამთან დაკავშირებით არ იყო. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირველი შედეგები და ისიც მხოლოდ 1000 ადამიანზე. 
 
“ეს პატარა კვლევა გვეუბნება შემდეგს: 1.“ფაიზერი“ უფრო ეფექტურია როგორც ბრიტანული, ისე ინდური შტამის წინააღმდეგ. ბრიტანულის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 94%-ია, ინდურის - 88%. ეს ეხება მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ დაცულობას.
 
„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში (აქაც მეორე დოზის გაკეთებიდან 2-3 კვირის შემდეგ) ბრიტანული შტამის წინააღმდეგ დაცულობა არის 66%, ხოლო ინდურის - 60%- ია. 
 
ჩინურ და რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებით ახალი ტერმინი შემომაქვს - „პლაცებო“ ვაქცინები. ინდური და ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ამ „პლაცებო“ ვაქცინების ეფექტურობაზე ვერაფერს გეტყვით. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ამ გოგლი-მოგლებზე არანაირი სანდო კვლევები არ ჩატარებულა. „მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“ კვლევებზე საუბარი არ გვინდა.”- განმარტავს გიორგი ფხაკაძე. 
 
 
 
 
 
 
4769