BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ

"საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ რეგისტრირებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი.
 
ამირან გამყრელიძის თქმით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საქართველოშიც უპრობლემოდ შემოვლენ.
 
„თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ნეგატიურ PCR-ტესტს“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა
484