BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ყოფილი ფინანსთა მინისტრი „IDS ბორჯომის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. ის კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.
 
არსებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.
 
შეგახსენებთ, ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 31 მარტს გადაგდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. როგორც მაჭავარიანი წერდა, თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გამო გადადგომა დროებით გადაიფიქრა.
 
წყარო: ფორტუნა
74