BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს – ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.
 
ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურას ხმა 79-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
 
ეკატერინე მიქაბაძეს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არც ერთი ყოფილა. ეკატერინე გალდავას ხმა მისცა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
 
პარლამენტმა ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით აირჩია.
414