BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს. 
 
მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების და გამოწვევების ფონზე უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. ეს განცხადება მან 2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის მაჩვენებლებზე განმარტებისას გააკეთა. 
 
"მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი. უკვე მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 85 000-ით მეტი არის დასაქმებული.
 
რაც შეეხება უმუშევრობის დონის ზრდას, რომლის გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის მეთოდოლოგიურად სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდა, ანუ მარტივად რომ ავხსნათ, უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი სამუშაოს დაწყების, ვიდრე ეს იყო გასულ კვარტალში, ან გასულ წელს, რაც თავის მხრივ ასევე ეკონომიკური აღდგენის სწრაფ ტემპს მიანიშნებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
 
 
444