BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეუბნებოდით, ჩინური ვაქცინა მაგარიაო - ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ჩასაკეტია, პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ კონსენსუსამდე და მიიღონ საჭირო ზომები, სწავლა უნდა იყოს დისტანციურად , ვინაიდან იანვარში მოსალოდნელია ვირუსის მეხუთე ტალღა. 
 
„ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე, რადგან კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. სწავლა სჯობს იყოს შერეული… არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ აკეთებს ამას არავინ იცის“,–  აცხადებს ფხაკაძე.
მისივე თქმით, ვირუსს ახასიათებს 5 თვიანი ციკლი და ამიტომ , იანვარში ვირუსის მორიგ ტალღას უნდა ველოდოთ. 
“კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ ამდენი თვე, არავინ იცის. სასწრაფოდ ჩასაკეტია ქვეყანა. პოლიტიკოსები უნდა დაჯდნენ, მოილაპარაკონ და რაღაც კონსესუსამდე მივიდნენ.
 
რაც შეეხება ვაქცინაციას, ახლა ვართ ძალიან მძიმე სიტუაციაში, განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში რეკლამას უკეთებდნენ ჩინურ „გოგლი მოგლის“. ახლა რა გეშველებათ მითხარით! რა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეუბნებოდით, ჩინური ვაქცინა მაგარიაო.
 
კი ბატონო, ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა, უჰანური ვირუსის სამკურნალოდ, მაგრამ აღარ არის ბატონო უჰანური ვირუსი, ის აღარ არსებობს.” - განაცხადა ფხაკაძემ. 
 
3196