BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განაცხადებით, ზესტაფონი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქია, სადაც წამყვანი დარგებია მეტალურგია, ელექტროენერგია, სოფლის მეურნეობა, საკვების წარმოება და ბოლო დროს უნდა დაემატოს ყავის ინდუსტრიაც. 
 
„ზესტაფონი უმნიშვნელოვანესია თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც ის ასრულებს. აქ წამყვანი დარგებია მეტალურგია, ელექტროენერგია, სოფლის მეურნეობა, საკვების წარმოება და ა.შ. ამ ბოლო დროს ალბათ უნდა დავამატოთ ყავის ინდუსტრიაც; საქართველოში ვერ ვნახავთ ადამიანს, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის მოგზაურობისას ერთხელ მაინც არ გაჩერებულა და არ დაუგემოვნებია ცნობილი, ზესტაფონური რჩეული ხაჭაპური და ყავა.
 
ეს ის გამოსავლი იყო, რაც მოსახლეობამ იპოვა, თუ რაც შეიძლებოდა დამატებით შექმნილიყო ქალაქში. ეს არის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მისი გამოყენება. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
234