BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში გაიმართა

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.
 
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ნაგანოს პრეფექტურა, სადაც მდებარეობს ქალაქ მაცუმოტო, ღვინის მოხმარებით მე–3 ადგილზეა იაპონიაში. 
 
ქართული ღვინო ნაგანოში პირველად იყო წარმოდგენილი და მისი მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო. დეგუსტაციას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო.
 
კენიჩი ოჰაშის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა.
 
დეგუსტაციაზე სულ 7 ღვინო იყო წარმოდგენილი, როგორც ევროპული სტილის, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
284