BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თურნავა: ხელფასების ზრდა გარდაუვალია

შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, - ამის შეახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 
 
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას.", - განაცხადა თურნავამ. 
 
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი, 2020 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით გაიზრადა და 1 328 ლარი შეადგინა.
353