BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბიზნესში დაბრუნებას არ ვაპირებ - მაია რჩეულიშვილი

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კომპანია კომპანია "ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა - დაზარალებულ მენაშენეებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბიზნესში დაბრუნებას არ აპირებს.
 
„პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა თბილისის მერიას, რომელიც ძალიან გვერდში დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა შპს-ები ინვესტორებს გადაეცათ და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დასრულდება.
 
დაზარალებულები არიან 5 დიდი დასასრულებელი ობიექტების მენაშენეები, დანარჩენ ობიექტებზე სარემონტო სამუშაოები მთავრდება. მთავარია რომ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და ისაა გარანტორი.
 
ციხიდან ჩვეულებრივად როგორც ბიზნესმენი ისე ვმუშაობდი დოკუმენტაციის გადაცემაზე, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს.
 
ბიზნესში დაბრუნებას, მგონი, არ ვაპირებ...“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
 
ინფორმაციისთვის: „ცენტრ პოინტის“ საქმეზე კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ბრალი თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა.
317