BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ზაჰესში ერთმა მკითხა – ზეთის ფასი იციო? შემრცხვა - გიროგი გახარია

პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ თავისი შეხვედრა გაიხსენა ამომრჩეველთან და განაცხადა, რომ ხელისუფლების და მისი მთავარი პრობლემაც ის გახლდათ, რომ ისინი დაცილდნენ ადამიანებს.
 
“ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით ზაჰესში. მოვიდა ჩემთან ერთი ხანდაზმული ადამიანი და მითხრა, მომწონხარ, მინდა რომ ხმა მოგცე, მაგრამ ორ კითხვაზე უნდა მიპასუხოო.
 
ვუთხარი, აგერ ვარ და მზად ვარ-თქო. ზეთის ფასი იციო?  შემრცხვა ძალიან, მაგრამ არ ვიცოდი და ვერ ვუპასუხე. მაგიტომ არ მოგცემ ხმასო. ვუთხარი, მართალი ბრძანდებითთქო…” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
1607