BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რეგიონში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

"12%-იანი ეკონომიკური ზრდა რეგიონში უპრეცედენტოა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ის საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის 8 თვეში ჯამურად ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა.
 
„მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. 2022 წლიდან ვიწყებთ მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას, ჩვენი მთავარი მიზანი არის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის დაძლევა, ქვეყანა უნდა გახდეს თვითუზრუნველყოფილი, რომ არ ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტზე დამოკიდებული და საბოლოოდ, მომდევნო წლებში ჩვენი ეკონომიკა მომდევნო წლებში გავაორმაგოთ.
 
დღეს გამოქვეყნდა აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ჯამში, იანვარ აგვისტოს-პერიოდში, 12% არის ეკონომიკური ზრდა, ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა სწორედ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების მეშვეობით მოხდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით გაიზრდება.
265