BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს მთავრობა პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შეიტანს

დღეს, საქართველოს მთავრობა პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შეიტანს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტის პროექტში გათვალისწინებულია მშპ-ს ზრდა, სახელმწიფო ვალის შემცირება მშპ-სთან მიმართებაში.
 
"ეს არსებითია, რაზეც დაჟინებით ვსაუბრობდი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან -ბიუჯეტის პროექტში არის დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება. დეფიციტის პარამეტრის შემცირება ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობისათვის", - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
269