BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე

პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.
 
"ჩვენ ველოდებით მკაფიო პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და გადაწყვეტილებებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ, ახლა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ამით დაკავებული.
 
პრეზიდენტი ამ სიტუაციას მუდმივად აკონტროლებს. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე ”, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
 
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ თბილისში დააკავეს.
655