BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ოცნება - 38.6%, ენმ - 33.0 % - „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით მთელს საქართველოში   “ქართულმა ოცნებამ”   38.6 % , ენმ-მ კი 33.0 % მიიღო. გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” კი 7.6 %. 
 
ეს არის ეგზიტპოლის შედეგები 17.00 საათისთვის.
 
თბილისის მერობის კანდიდატთა შედეგები ეგზიტპოლის მიხედვით კი ასე გამოიყურება:
 
კახა კალაძე, „ქართული ოცნება“ - 40.2 %;
ნიკა მელია, ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი - 40.8%;
გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“ - 8.7%.
„მთავარი არხის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „IPSOS-მა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.
569