BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პირდაპირი აღიარებაა პრემიერისგან, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ მისი საქმე პოლიტიკურია.
 
საუბარია ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ სააკაშვილი “წესიერად მოიქცეს”, თორემ კიდევ სხვა მუხლებს დაუმატებენ.
 
“ეს არის პირდაპირი აღიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. სავალალო და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან”, – წერს ტვიტერზე რასა იუკნევიჩიანე.
 
252