BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს სავალუტო რეზერვები 8.3%-ით გაიზარდა და $4.1 მილიარდ დოლარს შეადგენს

2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $4.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მეტია. რეზერვების მატება წელს ძირითადად საერთაშორისო დონორების მხრიდან საქართველოსთვის პანდემიური დახმარებების ჩარიცხვამ გამოიწვია. 
 
უშუალოდ წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 40 მილიონი დოლარითაა შემცირებული, რაც სებ-ის მიერ 30 სექტემბერს $60 მილიონი დოლარის გაყიდვას უკავშირდება.  
 
"საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 8.3%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.0%-ით შემცირდა (-40.0 მლნ აშშ დოლარი). ეს ცვლილება ეროვნული ბანკის მიერ სექტემბერში სავალუტო აუქციონზე 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
315