BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საარსებო მინიმუმი 216.3 ლარამდე შემცირდა

2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4.8 ლარით შემცირდა.
 
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 216.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 221.1 ლარი იყო.
 
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 37.1 ლარით არის გაზრდილი. შარშან სექტემბერში საარსებო მინიმუმი 184 ლარს შეადგენდა.
285