BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

23 ოქტომბრიდან „ლურჯი მიკროავტობუსები“ ახალ მარშრუტებზეც ივლიან - სია

თბილისში რამდენიმე ახალი სატრანსპორტო ხაზი იქმნება, რამდენიმე კი იცვლება. განახლებულ ხაზებზე ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - "ლურჯი მიკროავტობუსები" და ავტობუსები ივლიან.
 
თბილისის მერმა, კახა კალძემ თქვა, რომ 23 ოქტომბრიდან დედაქალაქში დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და "ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი 38 ავტობუსი იმოძრავებს.
 
გზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება, საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროში ან ავტობუსში გადაჯდომის შემთხვევაში კი დამატებითი საფასურის გადახდა აღარ იქნება საჭირო. მიკროავტობუსებში, მეტროსა და ავტობუსის მსგავსად იმოქმედებს "შეღავათიანი ტარიფები".
 
ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს
N415 გადაადგილდება ევხიტი ჟვანიას ქ. N25-ს მიმდებარე ტერიტორიიდან, ქიზიყის, ე. ბაღდავაძის, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ "ვარკეთილისკენ";
N430 წრიული მოძრაობით მოემსახურება სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას, კვირაცხოვლის, ასევე, მოციქულთა სწორი ნინოს, გ. ბრწყინვალესა და პ. სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
N434 მოემსახურება ნიაბის I შესახვევის, საინგილოს ქუჩის მოსახლეობას და დაუკავშირდება მეტროსადგურ "ავლაბარს";
N438 მიკროავტობუსი სადგურ „ველს“ აფრიკის დასახლებასთან დააკავშირებს;
N449 წრიულად, ი. ჭავჭავაძის გამზირის N83-დან ვაკის პარკამდე იმოძრავებს;
N450 მარშრუტზე მიკროავტობუსი ი. მაჩაბლის, ი. უჩანეიშვილის, წყნეთის გზატკეცილის, მ. თამარაშვილის, მ. დოლიძის ქუჩებისა და ი. ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის პარკამდე გადაადგილდება;
N481 მიკროავტობუსი იმოძრავებს კიკეთიდან წყნეთის მიმართულებით, მაია წყნეთელის ძეგლამდე და გაივლის 9 ძმა ხერხეულიძის, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩებს, ასევე, ვალიკო ჯუღელის გზატკეცილს და დაუკავშირდება შოთა რუსთაველის ქუჩას;
N484 იმოძრავებს წყნეთში, არსენას და დ. ამილახვრის ქუჩებზე მაია წყნეთელის ძეგლის გავლით;
N485 მიკროავტობუსი იმოძრავებს წყნეთში, დ. აღმაშენებლის, დ. ამილახვრისა და საირმის ქუჩებზე;
N487-ის მარშრუტი წრიული იქნება და იმოძრავებს წყნეთში, ი. გრიშაშვილის, დ. აღმაშენებლის, მ. კოსტავას, მ. ჯავახიშვილის, ქ. წამებულის I შესახვევის და ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩების გავლით;
N478 მოემსახურება გუჯარეთის I ქუჩის მცხოვრებლებს და მელაანის I შესახვევის გავლით, ჯორჯ ბუშის ქუჩას დაუკავშირდება.
გარდა ამისა, განახდება მარშუტები:
 
N319 ავტობუსის ახალი მარშრუტი იმოძრავებს - გადაადგილდება მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" ვაზისუბნის დასახლების გავლით, მახათას მთის, ხუდადოვის ქუჩისა და სადგურის მოედნის მიმართულებით. უკუმიმართულებით კი, მარშრუტი სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ "ვარკეთილამდე" იმოძრავებს;
N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით;
N54 მარშრუტს დაემატება სამი MAN-ის მარკის ავტობუსი;
N15 მარშრუტს დაემატება MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი;
N403 მარშრუტზე დამატებით სამი ერთეული მიკროავტობუსი იმოძრავებს.
28 ოქტომბრიდან
N330 ავტობუსი, რომელიც სადგურ "ველის" ტერიტორიიდან ბ. ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ლ. რაზიკაშვილის და გ. ლორთქიფანიძის ქუჩებზე გადაადგილდება და მოძრაობას მეტროსადგურ "ისანთან" დაასრულებს. უკუმიმართულებით, ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ "ისნიდან" ცაცა ამირეჯიბის ქუჩისა და ამავე ქუჩის III შესახვევის გადაკვეთამდე.
N102 ავტობუსის მარშრუტზე "ისუზუს" მარკის ავტობუსები იმოძრავებენ.
573