BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დავით ნარმანია - თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით იმპორტზე

თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, იგივე მზისა და ქარის სადგურებს არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით იმპორტზე, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნების სიაშია არამხოლოდ რუსეთი, არამედ თურქეთიც და აზერბაიჯანიც.
 
„იცით, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე და არამხოლოდ რუსეთზე, არამედ თურქეთსა და აზერბაიჯანზე ანუ იმპორტიორ ქვეყნებზე, საიდანაც ვიღებთ ენერგიას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მეტი ადგილობრივი გენერაციის წყარო შევქმნათ.
 
ამასთან, საფრთხე რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილში რომ მხოლოდ ერთი მიმწოდებელი იყოს ან შესაძლებელია ფასი გაგვიზარდოს, ეს საფრთხე ნამდვილად არ არის. აუქციონებით ხდება ელექტროენერგიის ფასის და მოცულობის განსაზღვრა,“- განაცხადა ნარმანიამ.
269